კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

ვინ ვართ ჩვენ?

შპს "ტექნიკის სახლი" ს/კ 406331107 (ინტერნეტ მაღაზია www.dood.ge-ის მფლობელი)

მის: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის #7 (ს/ც ქარვასლა, # b315)

ტელ: 555 29 75 85

მეილი: info@dood.ge

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

  • თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენებით (რეგისტრაცია/ავტორიზაცია);
  • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქციით სარგებლობისას;
  • საჯარო წყაროებიდან.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია:

  • მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა;
  • მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?

  • სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი (მომსახურების შესასრულებლად), ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა.შ.
  • მომხმარებლის პირადი ანგარიშები და საკრედიტო/სადებეტო ბარათები ( საბანკო ოპერაციების განხორციელების მიზნებისთვის, როგორიცაა ონლაინ გადახდა და ონლაინ განვადება);
  • ნებაყოფლობითი ინფორმაცია, როგორიცაა სოციალური ქსელებიდან და/ან ელექტრონული ფოსტიდან მიღებული ინფორმაცია.
  • ანალიტიკური ინფორმაცია (აპლიკაციის გამოყენება, ფაილების ძიება, ნანახი ონლაინ გვერდები, დაწკაპუნებები და ა.შ.)
  • ვებ-გვერდზე შესვლის ისტორია (თუ რომელი მოწყობილობით, რომელი ბრაუზერით სარგებლობთ. ასევე, რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას, შესვლის დრო და ა.შ.)

ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?

  • საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავებისთვის, თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს www.dood.ge-ის ჯგუფს;
  • თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;
  • სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;
  • მესამე პირს, ვისთვისაც თქვენი ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია მომსახურების/პროდუქტის მისაღებად;
  • კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს

როგორ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას?

  • თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის ვიყენებთ თანამედროვე სტანდარტულ ტექნოლოგიებს - ქსელის უსაფრთხო ტოპოლოგია, რომელი მოიცავს შეღწევის პრევენციისა და პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის სისტემებს;
  • დაშიფრული კავშირი;
  • ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმებით, არაავტორიზებული წვდომისგან დასაცავად

თქვენ უფლება გაქვთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობა;
  • მოითხოვოთ მცდარი/ არასრული ინფორმაციის გასწორება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და/ან მონაცემების წაშლა;
  • თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით.

ასაკობრივი შეზღუდვა!

  • ვებ-გვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის!
  • თუ კანონით არ ხართ სრულწლოვანი, არ გაქვთ უფლება ისარგებლოთ ვებ-გვერდით და/ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია!

ვებ-გვერდის გამოყენების პირობები

თქვენი მხრიდან, ჩვენი ვებ-გვერდის - www.dood.ge-ის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათშორის მზა ჩანაწერების გამოყენება/დამუშავებაზე.

თქვენი ვალდებულებები:

მომსახურების მიღების მიზნით და მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად, აუცილებელია თქვენს შესახებ გვქონდეს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია.