საგარანტიო პირობები

 

საგარანტიო მომსახურება 

• საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონით  ,, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებულ და შპს ტექნიკის სახლის“ მიერ გაცემულ  პირობებს.  გაყიდვის შემდგომი დაზიანებული  მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას. აღნიშნული მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

• თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა   უნდა მიმართოს  შპს ,, ტექნიკის სახლს ‘’ ან იმ სერვისცენტრს, რომელიც მოემსახურება შესაბამის პროდუქტს .

• მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

• საგარანტიო ნივთის  შეკეთება  ან შეცვლა უნდა მოხდეს  შესაკეთებელი მოწყობილობის ავტორიზებულ სერვის ცენტრში წარდგენიდან   გონივრულ ვადაში . 

• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

• მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობ

 

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/ უქმდება

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი ;
  • არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი(არსებობის შემთხვევაში);
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია  ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან  მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი  დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.

გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე,ხუთ პიქსელამდე დაზიანებაზე, მეხსიერების ბარათზე, სადენებზე, გადამყვანებზე ,სამუხტ მოწყობილობასა და სხვა აქსესუარებზე.

ნივთის შეცვლის, თანხის დაბრუნების პირობები:

  • თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი.  შეძენილი ნივთის ვიზუალური მდგომარეობა შეამოწმეთ მიღებისთანავე - შპს „ტექნიკის სახლის“ წარმომადგენლის თანდასწრებით.
  •  
  • თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი. მყიდველმა დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს შესაბამის სერვისცენტრში. იმ შემთხევაში, თუ სერვისცენტრი  შეცვლის აქტით დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
  •  
  • თუ საგარანტიო ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდირებულ სერვის ცენტრში მიტანიდან გონივრულ ვადაში, ,, მომხმარებლის  უფლებების  დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებელი პირობების დაცვით .
  •  
  • მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს , მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე  - 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ესეთ დროს ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი ( ტრანსპორტირება , დემონტაჟი და ა. შ ) მომხმარებელს ეკისრება  . აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე , რომლის სარეალიზაციო ფასი  არ აღემატება 30 ( ოცდაათი) ლარს .

 

ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) ღირებულების შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით.

შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან, გაცვლისას მისი ფასიდან (იმ შემთხვევაში როცა  გაყიდვაში არ არის იგივე ნივთი) უმცირესით.

 

 

ფორსმაჟორული მდგომარეობისას , მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე  შპს „ტექნიკის სახლი“ უფლებამოსილია შეიტანოს კორექტივები წინამდებარე პირობებში , საგარანტიო ვალდებულებებსა და სარემონტო ვადებში .წინამდებარე საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქტის გაყიდვის მომენტიდან .

მომსახურებასთან დაკავშირებული კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში მოგვმართეთ

შპს „ტექნიკის სახლის’’ ცხელ ხაზზე  555 29 75 85  www.dood.ge

e-mail: info@dood.ge